თეგი: პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამინდელი კრიზისი „ცივი ომისა“ და წარსული ათწლეულების შესახებ მოგონებებს აბრუნებს. „არა, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით და არც დავთანხმდებით, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარები უკვე გვყავს, ეს არის უნგრეთის არმია და ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლებიც სათანადო ფორმაში არიან, რათა ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ასე, რომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დანაყოფები უნგრეთის ტერიტორიაზე. „ამიტომ, არ გვინდა, რომ ეს დრო დაბრუნდეს. ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა „ცივი ომის“ დაბრუნება თავიდან იქნას აცილებული, ასევე თავიდან იქნას აცილებული „ცივი ომისდროინდელი“ ფსიქიკის დაბრუნებაც კი, რადგან ჩვენ ისტორიიდან ძალიან მკაფიოდ ვისწავლეთ, რომ როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტი არსებობს, ცენტრალური ევროპის ქვეყნები აგებენ და ჩვენ აღარ გვსურს, ვიყოთ წაგებულები“, – განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.

უნგრეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას, უნგრეთის აქტიურ და ხმამაღალ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „მხარეებმა აღნიშნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს კარგ წინაპირობას და მყარ საფუძველს ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის ოპერატიულად მოკლე ვადებში შევსებას, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომისა და გადაწყვეტილების აუცილებლობას. რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უნგრეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას და ამ მიმართულებით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს უნგრეთსა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოსთვის უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებისა და ქართველი სტუდენტებისთვის გაზრდილი საგანმანათლებლო კვოტებისთვის. აღინიშნა ორი ქვეყნის დადებითი დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ პოზიტიური ტენდენციის შემდგომ შენარჩუნებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ

„ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში“, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეგანაცხადა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს „თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით, ეს რას ნიშნავს. პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა - დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრს გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ, ეს სრულიად გაუგებარია, აუხსნელია. ეს გახლავთ არა კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. თუ ბრიუსელში ვინმე იტყვის, რომ ეს კანონი უნდა შეასწოროთ ესა და ეს გააკეთოთ, ჩვენ მარტივ სიტუაციაში ვიქნებოდით - მთავრობა შესთავაზებდა, პარლამენტი ხმას მისცემდა. ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. მე შემიძლია, შემოგთავაზოთ პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ მომავალშიც. მე ასევე ვთქვი, რომ თქვენ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით

პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, „აუხსნელი და გაუგებარია“. სიიარტოს შეფასებით, უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან.  „გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ჩვენ გვინდოდა საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. რომ ყოფილიყო პატარა მინიშნებაც კი სტრატეგიული ხედვისა ევროკავშირში, პატარა ბიძგიც რომ ყოფილიყო, საქართველოს ეს სტატუსი მიენიჭებოდა. ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელია. ეს არ არის დაწყნარების არც მცდელობა და არც დასამშვიდებელი სიტყვები, მაგრამ ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს ჩვენთან მიმართებით, როგორც თქვენ წინააღმდეგ იყენებს ახლა. ე.წ. პირობების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრული იყო გუშინ თქვენთვის საკმაოდ ნათლად, რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ აზრს მოკლებულია. ერთი მაჩვენებელია აქ, რომ არის ე.წ. მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანის მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისს. უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს, გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. ჩვენ გვწამს, რომ გუშინ, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით. ისმის კითხვა - რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში? - ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი დახმარება საქართველოს მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მოვახდენთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტის დელეგირებას, რათა დაგეხმაროთ ევროინტეგრაციის ძალისხმევაში. გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „გული გვწყდება, რომ ეს სტატუსი ვერ მიიღეთ და ვეცდებით, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ", - დაამატა პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთს „პრინციპული პოზიციის“ დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურადაა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამარტივებული წესით დასაქმდებიან

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მინისტრთან, გერგელი გულიაშთან. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა. უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. „მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა აუდიენციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით. შეხვედრზე ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. მისივე თქმით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარების შესახებ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის ამ მიმართულებით. ხაზი ასევე გაესვა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში აღინიშნა ავიაკომპანია Wizz Air -ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან რეისების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და იგი ევროკავშირის წევრი გახდება. ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ამ მიმართულებით მუშაობას. მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. „მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში. ამ მხრივ, უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, პრაქტიკული თვალსაზრისით დაეხმაროს საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

უნგრელი მინისტრი სოჭში ჩაფრინდა Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დასასწრებად

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 4100-ზე მეტი მონაწილე 74 ქვეყნიდან. Atomexpo 2009 წლიდან იმართება. Atomexpo არის ერთ-ერთი საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის, სამთავრობო უწყებებისა და ბირთვული ინდუსტრიის საწარმოების მიერ ორგანიზებულ ღონისძებებს აწყობს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, მზად ვართ, ბიუჯეტიდან 150-დან 170 მილიონამდე ევრო გამოვყოთ პიტერ სიიარტოს პოზიციით, ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს ენერგეტიკულ კრიზისს და ზიანს მიაყენებს ევროპას. „უნგრეთის მთავრობა საჯაროდ უჭერს მხარს კრემლს და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს, ასევე ბლოკავს ევროკავშირის დახმარებას კიევისთვის. 17 ნოემბერს, უნგრელმა დიპლომატმა ევროკავშირის ლიდერები ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და გადადგომისკენ მოუწოდა. ბუდაპეშტის რიტორიკა ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ, სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის მცხოვრებლებზე და ბლოკავს სუბსიდიებს ბრიუსელიდან. ამასთან დაკავშირებით, უნგრეთში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებებით უკმაყოფილება ცხადყო“, - წერს უკრაინული მედია Unian-ი. პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარებას ეწინააღმდეგება, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს ხსენებული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.

ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უნგრეთის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. მინისტრებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე  დარგობრივ უწყებებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამუშაო და მაღალი დონის შეხვედრების დაგეგმვაზე სხვადასხვა სექტორის გასააქტიურებლად“, - წერია ინფორმაციაში.  

სიიარტო შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას

„აღფრთოვანებულები ვართ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით და მოხარულები ვართ ქართველ, აზერბაიჯანელ და რუმინელ მეგობრებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მისი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტს შეუძლია, უზრუნველყოს უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. „უნგრელები დაინტერესებულები ვართ დივერსიფიკაციით მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებით. ნამდვილად ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას ამ პროექტის განხორციელებისადმი, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში, მზად ვართ, მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები შეძლებენ ,შეასრულონ რეკორდული, თითქმის 1200 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის უზრუნველყოფის გეგმა“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. ღონისძიება დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.  

უნგრეთი შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია - პიტერ სიიარტო

უნგრეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩინეთი ახლა არის ნომერ მეორე იმპორტის წყარო უნგრეთის ეკონომიკისთვის. უნგრეთი არის ჩინეთის ინვესტიციების ნომერ პირველი სამიზნე ცენტრალურ ევროპაში და ჩვენ ვყიდულობთ სულ უფრო მეტ ენერგიის წყაროს ამ რეგიონიდან, მათ შორის, ნავთობს ყაზახეთიდან და ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ აზიასა და ევროპას შორის მიწოდების მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, იქნება ეს სატრანსპორტო მარშრუტი, სარკინიგზო თუ ენერგიის ტრანსპორტირება, ელექტროენერგია თუ გაზი. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სამაგალითო თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთანპროექტში სახელწოდებით „მწვანე დერეფანი“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაწვდით მწვანე ენერგიას კასპიის რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში,“ - აღნიშნა სიიარტომ. შუა დერეფანი ფართოვდება - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის გენმდივანი  

ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს. „თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით,“ - განაცხადა სიიარტომ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინაში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს, მან ორბანს სთხოვა, დაესახელებინა მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინააღმდეგია. ზელენსკი: ორბანთან შეხვედრის ორგანიზება მსურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია  

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

უკრაინაში ჩასულმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. პიტერ სიიარტო მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა. მათ ასევე მოინახულეს ომში დაღუპული უკრაინის შეიარაღებული ძალების უნგრელი ეროვნების სამხედროების საფლავები და დაესწრნენ 128-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, რობერტ მადიარის დაკრძალვას, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონში დაიღუპა. სიიარტომ მოლაპარაკებები კულებასთან და ერმაკთან ქალაქ უჟგოროდში გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი თემა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დაგეგმვაა. უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო  

რა შედეგით დასრულდა უკრაინული და უნგრული მხარეების შეხვედრა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფა კიევსა და ბუდაპეშტს შორის ორმხრივ საკითხს არ წარმოადგენს და ის ბრიუსელში განიხილება. „ომი თითქმის ორი წელია, გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს. ბრიუსელში ბევრი დისკუსია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ევროკავშირი. საფუძვლიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებასა და ერმაკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. თავის მხრივ, ერმაკმა ხაზი გაუვსა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა. ერმაკმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარემ გამოთქვა იმის ინტერესი, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს. „მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრისკენ ძალიან ძლიერი ნაბიჯი გადავდგით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს და ჩვენს ურთიერთობებში ახალი გვერდი გაიხსნას,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა. უჟჰოროდში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის. „ჩვენ ერთ მარტივ რამეზე შევთანხმდით, უნგრულ მხარეს ვთხოვეთ, იმ კითხვების ამომწურავი სია გადმოეცა, რომელიც მას უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით აქვს, ჩვენ ეს სია მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით სპეციალური კომისია შედგება, რომელსაც ერთი ძალიან მარტივი ამოცანა აქვს: მან ათ დღეში ორივე ქვეყნის მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გაგება უნდა წარუდგინოს იმის შესახებ, თუ სიის მიხედვით რომელი საკითხებია გადასაწყვეტი ან რომელია მოგვარებული, რათა საბოლოო სიცხადე მივიღოთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. კულებამ აღნიშნა, რომ თუ ადრე ეროვნული უმცირესობების საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში განიხილებოდა, ახლა არის სურვილი, რომ მის შესახებ დისკუსია ორმხრივ დონეზე წარიმართოს, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. რუსეთის შესაძლო მიწვევა სამშვიდობო სამიტზე შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, მეორე სამშვიდობო სამიტზე, ასევე განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იფიქრონ რუსეთთან საუბრებზე. ერმაკის თქმით, ამ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთს მშვიდობის პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს. „ჩვენ მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ. მაგიდასთან გვყავს არამხოლოდ ჩვენი პარტნიორები NATO-ს ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, არამედ, გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც,"- აღნიშნა ერმაკმა. უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო  

სიიარტო: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისას, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის. „მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, მოვემზადოთ იმ 6 თვისთვის, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. იმ დროს, როცა ევროკავშირი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენი ფუნქციაა, რომ ის გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებაა,“ განაცხადა პიტერ სიიარტომ საგარეო უწყების ცნობით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გავეწევრიანება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ უსაფრთხოების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ენიჭება. „ცხადია, რომ ევროპის კონტინენტი მარტო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკულ მარაგს და მოითხოვს გარე რესურსებს. კავკასიის რეგიონი განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით ევროპას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას. ორშაბათს ამოქმედდება ოთხმხრივი შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ.